„ასე გამოიყურება ჯოჯოხეთი“ – უკრაინა „აზოვსტალის“ ქარხანაში მყოფი ბავშვებისთვის ე.წ. მწვანე დერეფანს ითხოვს

უკრაინის რადას სპიკერი რუსლან სტეფანჩუკი განცხადებას ავრცელებს და მსოფლიოს  ლიდერებს მიმართავს. უკრაინული მხარე „აზოვსტალის“ ქარხანაში შეფარებული ბავშვების გამოყვანას და მათთვის ე.წ. მწვანე დერეფნების შექმნას ითხოვს.

„ვერ ხედავენ მზეს თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, არ აქვთ საკმარისი საკვები და ვიტამინები, გრძნობენ, რომ ძლიერი ბომბები ჩამოვარდა. ეს ყველაფერი ემართებათ ბავშვებს, რომლებიც რუს ოკუპანტებს „აზოვსტალის“ ქარხნის თავშესაფარში ემალებიან. ასე გამოიყურება ჯოჯოხეთი. ჯოჯოხეთი, რომელსაც არცერთი მათგანი იმსახურებდა. მოვუწოდებთ მთელ მსოფლიოს, გადაარჩინოს ბავშვები და „მწვანე დერეფნები“ მოაწყოს!“ – აცხადებს სტეფანჩუკი.

„აზოვის“ ხელმძღვანელის ინფორმაციით, რუსეთმა ქარხანა თითქმის სრულად დაბომბა.

 

მსგავსი თემები