რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკება გაიყინა

პრეზიდენტ ზელენსკის ოფისის წარმომადგენლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, უკრაინულ-რუსული მოლაპარაკებები გაყინულია.

„ამ ეტაპზე უცნობია, როდის გაიმართება მოლაპარაკებების შემდეგი ეტაპი. სახეზეა, რომ მარიუპოლის ტრაგედიის ფონზე, მოლაპარაკებების პროცესი კიდევ უფრო გართულდა და თითქმის გაიყინა“, – აცხადებს პოდოლიაკი.

შეგახსენებთ, რომ მოლაპარაკებების ბოლო ეტაპი თურქეთის პრეზიდენტის ინიციატივით სტამბულში გაიმართა.

 

მსგავსი თემები