უკრაინამ ტყვეები გაცვალა

ომში ჩართულ მხარეებს შორის ტყვეები გაიცვალა. ამჯერად, უკრაიაში 76 ადამიანი დაბრუნდა.

„დღეს ჩვენ გავცვალეთ 60 სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის 10 ოფიცერი. სახლებში ბრუნდება 16 მშვიდობიანი მოქალაქეც. ეს იყო ტყვეთა მეხუთე გაცვლა. საერთო ჯამში, 76 ადამიანის“, – აცხადებს უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი.

დეტალები, რამდენი უკრაინელი რამდენ რუს ჯარისკაცსში გაიცვალა, არ კონკრეტდება.

 

მსგავსი თემები