„არაორდინალური ვითარებაა“ – ლევან სილაგავა „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

მიმდინარე თვეში, პურის ფასზე ცვლილება მოსალოდნელი არ არის,  თუმცა, მომავალში, რყევები იქნება. ცვლლებები კი დამოკიდებულია იმ ძვირად შემოსულ პროდუქტზე ხირბლის თუ ფქვილის სახით, რომლითაც საბოლოო პროდუქტი იწარმოება.

აღნიშნულ თემაზე მედიაცენტრ მთავარში „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ ისაუბრა.

„მინისტრმა დააანონსა, რომ 50%-მდე უნდა ავიდეს ადგილობრივი ხორბლით უზრუნველყოფა. გასააქტიურებელია მუშაობა იმ მხრივ, რომ კონკურენტულ პირობებში ჩადგეს იმპორტირებულ ფქვილთან ადგილობრივი წისქვილკომბინატები. დღეს მსოფლიოში არაორდინალური ვითარებაა. საჭიროა, სტრატეგიულად ამას უფრო ფართოდ შეხედოს სახელმწიფომ, რადგან წისქვილის მუშაობა ნიშნავს სამუშაო ადგილებს. ეს ნიშნავს ბიუჯეტში შენატანებს, რადგან წისქვილი როცა მუშაობს, თვეში დაახლოებით 5-6 მილიონი შედის და რომც განვიხილოთ ის, რომ მეპურეებს გარკვეული სუბსიდირება დასჭირდეთ, მათ თვეში დაახლოებით სჭირდებათ 2-3 მილიონი. 5 მილიონის შეტანა და 2-3 მილიონის გამოყენება იმისთვის, რომ პურის ფასი დაბალანსდეს არის უფრო მეტად მომგებიანი სახელმწიფოსთვის, ვიდრე წისქვილების გაჩერება“ – განაცხადა ლევან სილაგავამ მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე შეფასებით, ხორბლის მარაგის მხრივ ქვეყანაში სიმცირეა.

„ყაზახეთიდან ამ თვეშიც შემოვა მცირე მარაგი,  თუმცა, საუბარია საკმაოდ  მცირე რაოდენობაზე. ხორბლის მარაგი მნიშვნელოვნად  შემცირებულია და საუბარია დაახლოებით ერთი თვის სამყოფზე.  ასეთი სტრატეგიით მუშაობა დიდხანს ალბათ არ შეიძლება“ – განაცხადა ლევან სილაგავამ მედიაცენტრ მთავარში“.

 

ხორბლის ფასი ყაზახეთმაც გაზარდა – ლევან სილაგავა “მედიაცენტრ მთავარში”

 

მსგავსი თემები