“ქვეყანაში ხორბლის ერთთვიანი მარაგი დარჩა” – ლევან სილაგავა “მედიაცენტრ მთავარში” (ვიდეო)

„ქვეყანაში ხორბლის როდენობა შემცირებულია და დაახლოებით ერთთვიანი მარაგი დარჩა“ – ეს განცხადება მედიაცენტრ მთავარში „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ გააკეთა. მისი თქმით, საბოლოო პროდუქტზე ფასი მიმდინარე თქვეს შენარჩუნდება, თუმცა რა იქნება შემდეგ, რთული სათქმელია.

„ყაზახეთიდან ხორბალზე შეზღუდვა დაწესდა. ყაზახური ხორბალი გაძვირდა კიდეც.  სტრატეგია დღეს უფრო გადართულია არა იმაზე, რა ფასად შეიძლება, ხორბალი გვქონდეს, არამედ იმაზე, რომ მარაგის მხრივ, ხორბალი სახელმწიფოებს ჰქონდეთ. დადებითი ის არის, რომ ჩვენ პატარა ბაზარი გვაქვს და შეგვიძლია შემოტანა, თუმცა ფასის მხრივ მსოფლიო ტრენდს მივყვებით და ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა“ – განაცხადა ლევან სილაგავამ მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე შეფასებით, ევროკავშირის პირველი პირების შეკრებაზე პირველ საკითხად რუსეთ-უკრაინის ომის პრობლემებზე იყო საუბარი, მეორე საკითხად კი, სასურსათო უსაფრთხოებაზე.

„ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ მსოფლიო მაღალი ფასებისთვის უნდა მოემზადოს. შესაბამისად, ეს არის ის გამოწვევა, რომელიც არასდროს ყოფილა მსოფლიოში, რადგან მსოფლიოს ხორბლის 30 პროცენტი რუსეთიდან და უკრაინიდან მიეწოდება. ქვეყანაში ხორბლის მარაგი საკმაოდ შემცირებულია და დაახლოებით ერთი თვის სამყოფია“, – განაცხადა ლევან სილაგავამმედიაცენტრ მთავარში .

ხორბლის ფასი ყაზახეთმაც გაზარდა – ლევან სილაგავა “მედიაცენტრ მთავარში”

მსგავსი თემები