“მე წავალ კიევში” – საფრანგეთი რუსულ გაზზე უარს ამბობს

„ევროპა დამოკიდებულია რუსულ გაზზე, მაგრამ საფრანგეთს ის არ სჭირდება”, – აცხადებს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი  „ფრანს 5-თან“ ინტერვიუში. მისი შეფასებით, საფრანგეთი გეგმავს, რუსულ გაზსა და ნავთობს ემბარგო დაუწესოს.

მისივე განცხადებით, უკრაინაში მოქალაქეების მასობრივი მკვლელობის დადასტურების შემდეგ, პუტინთან არ უსაუბრია.

ბუჩასა და სხვა ქალაქებში მასობრივი მკვლელობების შემდეგ, ომმა სხვა მიმართულება მიიღო. მე მასთან მას შემდეგ პირდაპირი საუბარი არ მქონია, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ეს მომავალში გავაკეთო.  წავალ კიევში მაშინ, როცა თან წავიღებ რამე სასარგებლოს. ამ სვლამ უნდა მოიტანოს ცვლილება“ – აცხადებს მაკრონი.

მსგავსი თემები