მოლდოვა უკრაინას ვერ დაეხმარება

„მოლდოვა სამხედრო ტექნიკით ისე არ არის აღჭურვილი, რომ უკრაინას დახმარება გაუწიოს“ – აცხადებს მოლდოვის პრემიერი. როგორც ნატალია გავრილიცა აცხადებს, მოლდოვა უკრაინელ ლტოლვილებს იღებს და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს.

„მოლდოვა მხარს უჭერს უკრაინას და მის მოქალაქეებს სხვაგვარად – ლტოლვილების მიღებით, ჰუმანიმოტარული დახმარების გაწევით, საბანკო და ფინანსურ სექტორში ყველა საერთაშორისო სანქციის დაცვით. დღესაც უკრაინიდან დევნილი 90 ათასზე მეტი ადამიანი რჩება მოლდოვაში. ჩვენ ვუწევთ მათ ყველა საჭირო დახმარებას. რაც შეეხება სამხედრო დახმარებას, არიან ქვეყნები, რომლებიც ბევრად უკეთ არიან აღჭურვილი და განვითარებული, რომელთაც დახმარების აღმოსაჩენად ეკონომიკური და ენერგეტიკული შესაძლებლობები გააჩნიათ“, – განმარტავს პრემიერი.

მსგავსი თემები