ბრიტანელი მძევალი მედვედჩუკში გადაცვლას ითხოვს

უკრაინელი ოლიგარქის, პუტინის გარემოცვის წევრის და ნათესავის – ვიქტორ მედვედჩუკის ვიდეოს გავრცელების შემდეგ, რუსეთმა უკრაინაში დაკავებული ბრიტანელი მძევლის ვიდეოც გაავრცელა. შონ პინერი ბორის ჯონსონს მიმართავს და ითხოვს, ის მედვედჩუკში გაცვალონ.

„ვისურვებდი მიმემართა მთავრობისთვის, რომ შინ დამაბრუნონ. ძალიან მინდა ცოლთან შეხვედრა. ბატონო ჯონსონ, მე შონ პინერი ვარ. რამდენადაც ვიცი, ვიქტორ მედვედჩუკი დაპატიმრებულია და მე და ჩემთა ერთად მყოფ ასლინს გვინდა მოგმართოთ, რომ მასში გაგვცვალოთ. მადლიერები დაგრჩებით, თუ ამ საკითხში დახმარებას აღმოგვიჩენთ. ჩვენ გვაჭმევენ და გვასმევენ. გთხოვთ, ხელი შეუწყვეთ ჩვენს მედვედჩუკში გადაცვლას“ – აცხადებს ვიდეომიმართვაში ბრიტანელი მძევალი.

შეგახსენებთ, რომ დღეს სამშობლოს ღალატისთვის ბრალდებულ მედვედჩუკის ვიდეოც გავრცელდა, სადაც ის რუსეთს მიმართავს და ითხოვს ტყვეებში მის გაცვლას. აღნიშნული ინიციატივა მედვედჩუკის დაკავებისთანავე უკრაინის პრეზიდენტმა გააჟღერა, თუმცა, რუსეთისგან უარი მიიღო. ახლა კი რუსეთი პირდაპირ არა, თუმცა, ირიბი გზებით ცდილობს, მედვედჩუკი დაიბრუნოს.

„გაცვალეთ ეს თქვენი ბიჭი ჩვენს ბიჭებსა და გოგოებზე“ – პრეზიდენტი რუსეთს მედვედჩუკის უკრაინელ ტყვეებში გაცვლას სთავაზობს  

მსგავსი თემები