პროგრამა, რომელიც მცირემიწიან ფერმერებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის საჭირო საქონლის შეძენაში დაეხმარება

„ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა დღეს მთავრობის მიერ მიღებული ჩვენი ფერმერების მხარდასაჭერად – დამტკიცდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მქონე ფერმერთა მხარდაჭერის პროგრამა, რომლის მიზანია მცირემიწიან ფერმერებს დავეხმაროთ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის საჭირო საქონლის შეძენაში“, – განაცხადა მინისტრმა ოთარ შამუგიამ.

მინისტრის ინფორმაციით, 1 ჰექტარზე 300 ლარიანი დახმარება გაიცემა.

„მცირემიწიან ფერმერებს შედარებით ნაკლებად აქვთ წვდომა შეღავათიან ფინანსურ რესურსებზე. აქედან გამომდინარე, იმ პირობებში, როცა გაზრდილია ფასები სასუქებზე, პესტიციდებზე და სხვა საქონელზე, მათ სჭირდებათ მხარდაჭერა. სწორედ ამიტომ,  მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ახალი პროგრამის დამტკიცების შესახებ. პროგრამის ფარგლებში, პრემიერის გადაწყვეტილებით, ფერმერები მიიღებენ 300 ლარიან დახმარებას 1 ჰექტარზე  გადაანგარიშებით. დამეთანხმებით, რომ ეს მათთვის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იქნება და შესაძლებლობას მისცემს, აწარმოონ სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია და მიიღონ შემოსავალი“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

პროგრამის ფარგლებში სუბსიდიას მიიღებენ  0.25 ჰა-დან – 1.25  ჰა-ს ჩათვლით მიწის  მესაკუთრეები/თანამესაკუთრეები. ბენეფიციარს შესაძლებლობა ექნება ბარათზე დარიცხული ქულები გამოიყენოს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო საქონლის შესასყიდად.  პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებზე სუბსიდიის გაცემა მოხდება სპეციალურ აგრობარათზე შესაბამისი ქულების დარიცხვით. ბენეფიციარების აგრობარათებით უზრუნველყოფას მოახდენს სს „ლიბერთი ბანკი“. პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ბენეფიციარი ვალდებულია დარეგისტრირდეს ფერმერთა რეესტრში.

 

მსგავსი თემები