ლუგანსკის ოლქში „ქუჩის ბრძოლები’’ მიმდინარეობს

უკრაინელი ოფიციალური პირის ინფორმაციით, რუსული ძალები  აღმოსავლეთ ლუგანსკის რეგიონში, კრემინაში შევიდნენ,  რომელიც რამდენიმე კვირაა იბომბება. ადმინისტრაციის ინფორმაციით, ადგილზე ვითარება კრიტიკულ ფაზაშია და მიმდინარეობს „ქუჩის ბრძოლები’’.

“რუსები შევიდნენ კრემინაში. დაიწყო ქუჩის ბრძოლა. რუსები ქალაქში “უზარმაზარი ტექნიკით” შევიდნენ. შეტევა დაიწყო, რუსები ცდილობდნენ გატეხონ უკრაინის წინააღმდეგობა კრემინაში და ლუგანსკში, ისინი ცდილობენ წინსვლას როგორც ლუგანსკის, ისე დონეცკის რეგიონების საზღვრებისკენ”, – ინფორმაციას ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ავრცელებს.

 

მსგავსი თემები