24 საათში უკრაინას კიდევ 9 დაღუპული მიემატა

უკრაინაში მსხვერპლი ყოველდღიურად იზრდება. ბოლო 24 საათში,  ხარკოვის ოლქში დაბომბვას ცხრა ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

„ხარკოვის საცხოვრებელი რაიონების, მათ შორის ქალაქის ცენტრალური უბნების დაბომბვის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა და 24 დაშავდა. დაიბომბა ოლქის დერგაჩევსკის რაიონიც, დაღუპულია ორი და დაშავებულია ერთი ადამიანი. ასევე, რუსეთის დაბომბვების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა ზოლოჩევსკის რაიონში“, – აცხადებენ ოლქის ადმინისტრაციაში.

მსგავსი თემები