,,უსაფრთხო ადგილები აღარ დარჩა’’- ლუგანსკის გუბერნატორი

ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა  მშვიდობიან მოსახლეობის ევაკუაციისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში უსაფრთხო ადგილები არ არის დარჩენილი.

Telegram-ზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ევაკუაცია განხორციელდება ორშაბათს – პოპასნადან, რუბიჟნედან, ჰირსკიდან, სევეროდონეცკიდან და ლისიჩანსკიდან.

”ჩვენ გავაგრძელებთ ევაკუაციას, რაც არ უნდა მოხდეს… წავიყვანთ ადამიანებს იმ ადგილებიდან, სადაც მოხვედრა შეგვიძლია. რუბიჟნეს, პოპასნას, ჰირსკეს დატოვება უკვე ძალიან რთულია. დღეისათვის რეგიონში უსაფრთხო ადგილები არ არის დარჩენილი” – აცხადებს გუბერნატორი.

ადგილობრივმა ოფიციალურმა პირებმა მოსახლეობას ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდეს.

 

მსგავსი თემები