ზაპორიჟიეს საკრებულოს თავმჯდომარის 16 წლის ვაჟი რუსებმა გაიტაცეს

რაიონის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეჰ ბურიაკის განცხადებით, მისი ვაჟი გაიტაცეს. გატაცება რუსეთის საგუშაგოზე, ვასილივკაში მოხდა, როდესაც საევაკუაციო კოლონა მელიტოპოლიდან ზაპორიჟიაში გადაადგილდებოდა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, საკრებულოს თავმჯდომარის ბურიაკის 16 წლის ვაჟი 8 აპრილს გაიტაცეს, როდესაც მისი ვაჟი ორ ქალთან და სამ მცირეწლოვან ბავშვთან  ერთად, მანქანით გადაადგილდებოდა.

ბურიაკის ინფორმაციით, მანქანა საგუშაგოზე სამი საათის განმავლობაში იმყოფებოდა, რის   შემდეგ  ყველა პირი გაათავისუფლეს, გარდა მისი შვილისა.

,,მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვცდილობდით საკითხის დამოუკიდებლად მოგვარებას, მაგრამ არ გამოვიდა” – განაცხადა ბურიაკმა.

უკრაინული მედია ასევე იტყობინება, რომ რუსმა ჯარებმა ასზე მეტი ადამიანი გაიტაცეს, რომელთაგან ნახევარზე მეტი კვლავ ტყვეობაში რჩება.

 

მსგავსი თემები