ფაშიზმზე გამარჯვების დღე შესაძლოა, შეიცვალოს

ფაშიზმზე გამარჯვების დღის შეცვლის ინიციატივით რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატი გამოდის. საკანონმდებლო შეთავაზება ბიუროს სხდომაზე დღეს  განიხილება. საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, ფაშიზმზე გამარჯვება 9 მაისის ნაცვლად 8 მაისს აღინიშნება. დეპუტატები თარიღის შეცვლის მიზეზად ევროპულ გამოცდილებას ასახელებენ.

ამჟამად 9 მაისს, როგორც გამარჯვების დღეს, საქართველო რუსეთთან და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ერთად აღნიშნავს. ბალტიის ქვეყნები და უკრაინა, ისინი დიდი ბრიტანეთის, აშშ-ისა და ევროპის ქვეყნების მსგავსად 8 მაისს აღნიშნავენ.

მსგავსი თემები