უკრაინამ ევროკავშირის გზაზე პირველი დავალება შეასრულა და კითხვარი შეავსო

უკრაინის მხრიდან, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელი კითხვარი შევსებულია. უკვე ბურთი ევროკიმისიის მხარესაა, უკრაინა დიდ ევროპულ ოჯახში თანხმობას ელოდება.

„როგორც პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენს დაჰპირდა, რომ ერთი კვირის განმავლობაში უკრაინა კითხვარს შეავსებდა. დათქმული ვადა გავიდა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ დოკუმენტი  უკრაინულმა მხარემ შეავსო. ახლა, ბურთი ევროკომისიის მხარესაა. ის მოამზადებს შესაბამის რეკომენდაციას, აკმაყოფილებს თუ არა უკრაინა წევრობის კოპენჰაგენის კრიტერიუმებს. ასეთი რეკომენდაციის გარეშე ევროკავშირში არავის იღებენ. ველოდებით, რომ  რეკომენდაცია დადებითი იქნება“,- აცხადებს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილე იგორ ჟოვკვა.

მსგავსი თემები