„დამპყრობლებმა მარიუპოლიდან ათასობით ადამიანი გაიყვანეს, მათ შორის ხუთი ათასი ბავშვია“ – პრეზიდენტი  

პუტინის ბრძანებით, უკრაინიდან მოქალაქეები რუსეთის ტერიტორიაზე გადაჰყავთ. როგორც პრეზიდენტი ზელენსკი აცხადებს, მხოლოდ  მარიუპოლიდან ათასობით ადამიანია გაყვანილი და მათ შესახებ არაფერი იციან.

„რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი ძალით გადაიყვანეს რუსეთის ფედერაციაში. მათ შორის რამდენიმე ათასი ბავშვია, ეს ვიცით, მაგრამ როგორ არიან, როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამის შესახებ არაფერი ვიცით. გავიგეთ, რომ ხუთი ათასი ბავშვია დეპორტირებული ამ რეგიონიდან რუსეთში“ – აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი.

მსგავსი თემები