”მინდა დამიმახსოვრონ ადამიანად, რომელსაც სიცოცხლე ბოლომდე უყვარდა“ – პრეზიდენტი ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი საკუთარ მოსახლეობას მიმართავს და ამბობს, რომ არის არის ერთი ჩვეულებრივი, რიგითი ადამიანი, როგორც სხვა ყველა. „მინდა, ხალხმა ისეთად მიმიღოს, როგორიც ვარ, ჩვეულებრივ ადამიანად“ – აცხადებს პრეზიდენტი  CNN-თან ინტერვიუში  და ჟურნალისტი კითხვას: როგორ სურთ რომ ის დაიმახსოვრონ, პასუხობს.

„მინდა დამიმახსოვრონ ადამიანად, რომელსაც სიცოცხლე ბოლომდე უყვარდა, უყვარდა ოჯახი და სამშობლო. გმირად ნამდვილად არა, მინდა ხალხმა ისეთად მიმიღოს, როგორიც ვარ, ჩვეულებრივ ადამიანად“ – აცხადებს პრეზიდენტი ინტერვიუში.

მისივე შეფასებით, რუსეთთან საუბარი აუცილებელია, რომ ეს სასტიკი ომი დამთავრდეს.

„საბოლოოდ ვის უწევს ამ ომის საფასურის გადახდა? – უწევს უკრაინას, მხოლოდ ჩვენ. ჩვენთვის ეს ნამდვილად დიდი ფასია. თუ რუსეთთან საუბრის შესაძლებლობა გვექნება, ვისაუბრებთ, თუმცა, საუბარი რუსული ულტიმატუმის პირობებში? ეს გამორიცხულია“, – აცხადებს  პრეზიდენტი.

 

მსგავსი თემები