უკრაინაში დაღუპულ სამ ქართველ მებრძოლს ქვეყანაში მომავალ კვირას გადმოასვენებენ

უკრაინაში საქართველოს ელჩის, გიორგი ზაქარაშვილის ინფორმაციით, უკრაინაში 16 აპრილს დაღუპული მებრძოლების საქართველოში მომდევნო კვირას, სავარაუდოდ, 20-21 აპრილს ჩამოასვენებენ.

„წინასწარ ყველაფერი დალაგებულია, როგორ მოხერხდება მათი გადმოსვენება. დღეს დნეპროპეტრივსკიდან გადმოიყვანენ კიევში, სადაც ხვალ გაიმართება სამოქალაქო პანაშვიდი, დასრულდება საბუთების გაფორმება და ყველა საჭირო ტექნიკური დეტალი დაზუსტდება კიდევ ერთხელ. ზეგ გამოემართება მანქანა ლვოვის და შემდეგ ვარშავის მიმართულებით. სავარაუდოდ, ოთხშაბათს ან ხუთშაბათს თუ ყველაფერი გრაფიკის მიხედვით შესრულდა, მოხერხდება მათი გადმოსვენება საქართველოში. ჯერჯერობით არ ველოდებით რაიმე შეფერხებას დიდი გზაა გასავლელი, შესაბამისად, ჯერ ზუსტად ვერ ვამბობთ გრაფიკს“ – აცხადებს ელჩი.

შაგახსენებთ, რომ უკრაინაში, გუშინ კიდევ სამი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

მსგავსი თემები