საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია უკრაინიდან დაბრუნდა

9 დეპუტატისგან შემდგარი საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია უკრაინიდან დაბრუნდა. დელეგაციას პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობდა.

დელეგაციის წევრები, ვიზიტის ფარგლებში, უკრაინის რადას სპიკერ რუსლან სტეფანჩუკსა და დეპუტატებს შეხვდნენ. მათ ასევე მოინახულეს, ქალაქები – ბუჩა და ირპენი.

შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ: პარლამენტის ვიცე-სპიკერები დავით სერგეენკო, არჩილ თალაკვაძე, ბექა ოდიშარია და ლევან იოსელიანი. ასევე, „ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი, „გირჩის“ წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი, „რესპუბლიკელი“ ხათუნა სამნიძე და პარტია „საქართველოსთვის“ წევრი გიორგი ხოჯევანიშვილი. უკრაინაში ვიზიტის დროს, ჯგუფის შემადგენლობაში არ იყვნენ „ნაცმოძრაობისა“ და „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენლები.

 

მსგავსი თემები