„დღეიდან ვიწყებთ“ – ეკა ბესელიას შემდგომი ეტაპი

“მე არ ვიქნები იმ უმრავლესობის წევრი, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას და ხმას მისცემს იმ მოსამართლეებს რომლებიც არიან დაკავშირებულნი სააკაშვილის დანაშაულებრივ სისტემასთან,” – აცხადებს ეკა ბესელია და თანამოაზრეებთან შეხვედრებს აანონსებს.

“ხვალიდან ვაგრძელებთ შეხვედრებს პროფესიულ წრებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან. ყველა იმ ჯგუფს დაველაპარაკებით, ვინც მიიჩნევს, რომ ამ პროცესში მათი ჩართვა არის უმნიშვნელოვანესი. კანონის შემუშავების პროცესი, კანონის ცვლილებები და ის, თუ რა ჩაიწერება იმ კრიტერიუმებში არის მნიშვნელოვანი. მე ვმუშაობ ამ კრიტერიუმებზე,” – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისი თქმით, ის გააგრძელებს ბრძოლას იმისთვის, რომ ამ ქვეყანას, მაშინ, როდესაც სხვა იქნება ხელისუფლებაში, ჰქონდეს გამართული, ჯანსაღი მართლმსაჯულება, რომელიც არის გარანტი ადამიანის უფლებების დაცვის.

მსგავსი თემები