რუსეთი ზელენსკის ორ პირობას უყენებს

ოკუპანტი ქვეყანა უკან დახევას არ აპირებს.  მას არც მსოფლიო სანქციები აშინებს და პრეზიდენტს ზელენსკის ორ მოთხოვნას უყენებს.

უკრაინის მისამართით წაყენებული პირობა დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა გააჟღერა.

„პირველი –  პრეზიდენტმა უნდა გაიყვანოს ჯარები დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ტერიტორიებიდან.

მეორე – დააფიქსიროს შეთანხმების საფუძველზე ყირიმის აღიარებისა და უბლოკო სტატუსის მიღების შესახებ ვალდებულება, ასევე ვალდებულება დენაციფიკაციასა და დემილიტარიზაციასთან დაკავშირებით“, – აცხადებს დუმის სპიკერი.

 

მსგავსი თემები