‘’მჯერა, უკრაინაში ვიზიტით ორ ხალხს შორის მეგობრობა გაღრმავდება“ – თეა წულუკიანი

​‘’ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ვიზიტი შედგა. მე მინდა თითოეულ დეპუტატს, რომელიც ამ დელეგაციაშია, მათი ხელმძღვანელის ბატონი შალვას მეთაურობით, ვუთხრა მადლობა ამ ნაბიჯისთვის და რა თქმა უნდა, ველოდებით მათ მშვიდობიან დაბრუნებას“ – აცხადებს  კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი.

მისივე შეფასებით, უკრაინაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის  ვიზიტი ორ ხალხს შორის ტრადიციულ მეგობრობას კიდევ უფრო გაამყარებს.

„მჯერა, რომ ეს ვიზიტი ჩვენი მხრიდან კიდევ ერთი გადადგმული არამხოლოდ მეგობრული ნაბიჯი იქნება, არამედ ვიზიტი, რომელიც უფრო გაამყარებს ორ ხალხს შორის ტრადიციულ მეგობრობას, რომელსაც ვერავითარი პოლიტიკა ან პოლიტიკური სხვადასხვა პოზიციები ვერ დააზიანებს“, – განაცხადა წულუკიანმა.

 

მსგავსი თემები