რადაში ქართულ-უკრაინული შეხვედრა დასრულდა

უკრაინის რადას თავმჯდომარე ქართულ საპარლამენტო დელეგაციას უკრაინაში ვიზიტისთვის მადლობას უხდის და აცხადებს, რომ ეს კარგი ჟესტია სამომავლო თანამშრომლობისთვის.

„მოხარული ვარ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მიღებით, რომელიც კიევში საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი შეხვედრა ხელს შეუწყობს უკრაინის და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცებას, რასაც ჩვენი ერები ელოდება ჩვენგან. განვიხილეთ აგრესორი ქვეყნის წინააღმდეგ სანქციების დაწესების აუცილებლობა, უკრაინისა და საქართველოს ევროინტეგრაციის მომავალი, ასევე უკრაინის აღდგენის პროცესში საქართველოს შესაძლო დახმარება.

მადლობას ვუხდი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ამ ვიზიტისთვის, რომელიც სოლიდარობისა და მხარდაჭერის მნიშვნელოვანი გამოვლინებაა. მსურს დაგარწმუნოთ, რომ უკრაინელი ხალხისა და უკრაინის ხელისუფლების მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა ასეთივე ძლიერი იქნება!“, – აცხადებს რუსლან სტეფანჩუკი.

 

მსგავსი თემები