უკრაინაში კიდევ ერთი ქართველო დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი  სამხედრო, არკადი კასრაძე დაიღუპა. მძიმედ დაიჭრა მეორე ჯარისკაცი, ზურა მუშუქია. ინფორმაციას ვანო ნადირაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„ქართველ პარტიზანებს და ჩვენ საძმოს მძიმე დღე გვაქვს, დაგვეღუპა არკადი კასრაძე და მძიმედ დაგვეჭრა ზურა მუშუქია, რუბეჟნოიში გაწმენდის დროს, არკადამ ორის დაგდება მოასწრო, მაგრამ…..დიდება გმირებს“- წერს ვანო ნადირაძე.

შეგახსენებთ, რომ უკრაინიდან ჩამოსვენებული ერთი მებრძოლი დღეს დაკრძალეს, მეორეს კი ხვალ, ასევე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

უკრაინაში გარდაცვლილ ქართველ მებრძოლს დავით მენაბდიშვილის დღეს სამხედრო პატივით დაკრძალავენ

მსგავსი თემები