„დაღუპული მეომრების სახელით სპეკულირება უზნეო საქციელია“ – პრემიერი

„დაღუპული მეომრების სახელით სპეკულირება არის უზნეო საქციელი, რაც მევალებოდა მე, როგორც ხელისუფალს, ყველაფერი გავაკეთე, გადმოსვენებიდან, მათი ღირსეული, სამხედრო პატივით დაკრძალვის ჩათვლით, კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს კახეთში განუცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მთავრობამ გააკეთა ყველაფერი, დაღუპულთა გადმოსვენებიდან, სამხედრო პატივით მათი დაკრძალვის ჩათვლით.

მისი თქმით, მთავრობა არავის მისცემს უფლებას, ქვეყანაში პროვოკაცია მოაწყოს.

 

მსგავსი თემები