პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის არჩევით დასრულდა.
ეკა ბესელიას მოვალეობას დროებით მისი ყოფილი მოადგილე დავით მათიკაშვილი შეასრულებს. აღნიშნულ გადაწყვეტილებას კომიტეტის სიითი შემადგნებლობის 10-მა წევრმა მხარი დაუჭირა, 2 დეპუტატი კი წინააღმდეგი წავიდა. დავით მათიკაშვილი კომიტეტს ახალი თავმჯდომარის არჩევამდე უხელმძღვანელებს, რომელიც პარლამენტის სესიამ უნდა დაამტკიცოს.