უკრაინაში გარდაცვლილ ქართველ მებრძოლს დავით მენაბდიშვილის დღეს სამხედრო პატივით დაკრძალავენ

საქართველო რუსეთ-უკრაინის ომში გმირულად დაღუპულ ქართველ მებრძოლს ემშვიდობება. დღეს ქართველ გმირს დავით მენაბდიშვილს რუსთავში, საგვარეულო სასაფლაოზე, სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

გარდაცვლილი ჯარისკაცისთვის პატივის მისაგებად დილიდან სიონის ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდზე მოქალაქეები და  სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წევრები იკრიბებიან.

49 წლის სამხედრო დავით მენაბდიშვილი რუსულ აგრესიას ხარკოვთან, ქალაქ იზიუმში  ემსხვერპლა. გარდაცვლილი კარპატსკი  სიჩის ბატალიონში ირიცხებოდა.

რაც შეეხევა ნიკა შანავს, მას ხვალ დაკრძალავენ. მენაბდიშვილი და სანავა  9 აპრილს,  დანაყოფთან ერთად წარმატებული ოპერაციიდან ბაზაზე ბრუნდებოდა, როდესაც რუსულმა არმიამ ტერიტორია დაბომბა. რის შედეგადაც,  ქართველი მებრძოლები დაიღუპნენ.

რუსეთ-უკრაინის ომს ექვსი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ დრომდე უკრაინაში რჩება კიდევ ერთი ქართველის ცხედარი, რომელიც 19 მარტს დაიღუპა. ბახვა ჩიქობავას გადმოსვენება მარიუპოლში აქტიური საომარი მოქმედებების გამო ვერ ხერხდება.

 

მსგავსი თემები