„არ ვამბობ, რომ ფასი ისე გაიზრდება, როგორც შაქარზე, ცხიმზე, პურზე ფასი შესაძლოა 0.20 თეთრით შეიცვალოს“ – მალხაზ დოლიძე „მედიაცენტრ მთავარში“

„პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ „მედიაცენტრ მთავარში პრესკონფერენცია გამართა, სადაც პირზე ფასების ცვლილების საკითხზე ისაუბრა. როგორც დოლიძემ აღნიშნა, ყველაფერზე მომატებულია ფასი, რისგანაც ფური იწარმოება, შესაბამისად, პურზე ფასის გადახედვაც მოხდება.

„მარტის ბოლოს, 50 კილოგრამიანი პურის ფქვილი 65-70 ლარი ღირდა, მას შემდეგ კი 75 ლარი გახდა. ანუ, ფქვილის ღირებულება გაიზარდა. ადგილობრივი ფქვილის ღირებულება კი 80 ლარია. ამას თუ დავუმატებთ გადასახადს – ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის, წყლის, ხელფასების, დისტრიბუციის, ეს ყველაფერი ერთად ფოკუსირდება ფასებში და დღის წესრიგში დადგა ფასწარმოქმნის გადახედვის საჭიროება.  არ ვამბობ, რომ ისე მოემატება ფასი, როგორც შაქარს ან ცხიმს მოემატა, უსაშველოდ, მაგრამ, ჩვენი გადაანგარიშებით ფასის მატება დაახლოებით 20 თეთრის ფარგლებშია მოსალოდნელი“ – განცხადა მალხაზ დოლიძემ მედიაცენტრ მთავარში.“

მსგავსი თემები