ნაპოვნია 900 მოკლული ადამიანი

რუსეთის მიერ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომელიც ნაწილობრივ გათავისუფლდა, 900 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს. ყველა მათგანი  სამოქალაქო პირია.

როგორც რეგიონის პოლიციის ხელმძღვანელი ანდრეი ნებიტოვი აცხადებს, ცხედრებს ექსპერტიზა უტარდებათ.

„საუბედუროდ, ვიპოვეთ 900 დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი და გადავეცით სასამართლო ექსპერტებს. ყველაზე მეტი ცხედარი აღმოჩენილია გათავისუფლებულ ბუჩაში“, – აცხადებს  ნებიტოვი.

მსგავსი თემები