გიორგი მარგველაშვილი „ნაციონალებთან“ ერთად უკრაინაში ჩავიდა

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უკრაინაში იმყოფება. მასთან ერთად არიან „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია, პარტიის წევრები – ეკა ხერხეულიძე და კობა ნაყოფია.

როგორც მარგველაშვილი აცხადებს, აღნიშნული გადაწყვეტილება პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილთან ერთად მიიღო.

„უკრაინაში ჩამოვედით იმისთვის, რომ ქართველი ხალხის, ფაქტობრივად, საქართველოს ყველა მოქალაქის სურვილი ავასრულოთ, რომ უკრაინაში წარმოდგენილი იყოს მაღალი დონის წარმომადგენლობა, კიდევ ერთხელ აჩვენოს უკრაინელ ხალხს, რომ ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ, კიდევ ერთხელ აჩვენოს მებრძოლ ქართველებს, რომ ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ. იგივე ემოცია ჰქონდა პრეზიდენტ სააკაშვილს და ჩვენ ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ აქ ჩამოვსულიყავით. გვეჩვენებინა უკრაინელი ხალხისთვის, რომ პრეზიდენტები ვდგავართ უკრაინელი ხალხის გვერდით“ – აღნიშნა მარგველაშვილმა „მთავარ არხთან.“

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში იმყოფება საპარლამენტო დელეგაციაც, პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით. გამორიცხული არ არის სწორედ ამას გულისხმობდა მმართველი გუნდი, როცა უკრაინაში დაგეგმილ პროვოკაციაზე გააკეთა გაცხადება და სუს-მა გამოძიება დაიწყო.

​სუს-მა „ნაციონალების“ მხრიდან უკრაინაში შესაძლო პროვოკაციის მოწყობაზე გამოძიება დაიწყო

მსგავსი თემები