„ბიჭს უნდა, რომელიმე ტაქტიკური ბირთვული იარაღი სადმე ააფეთქოს“ – არესტოვიჩი პუტინზე

ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელი ალექსი არესტოვიჩი აცხადებს, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის აფეთქება რუსეთის ინტერესებშია. „ვფიქრობ, ბიჭს უნდა რომელიმე ტაქტიკური ბირთვული იარაღი სადმე ააფეთქოს“ – აცხადებს არესტოვიჩი.

მისი შეფასებით, მსგავს სისასტიკეს პუტინს მსოფლიო არ აპატიებს.

„დავუშვათ, ააფეთქეს ტაქტიკური ბირთვული იარაღი, შემდეგ რა ხდება? აუფეთქებენ საპასუხოდ, ან აამოქმედებენ ისეთ ძალას, რომლებსაც ვერ  გაუმკლავდება ვლადიმერ პუტინი. დასავლეთი, დაინახავს რა დაკვამლიანებულ ნანგრევებს დაარტყამს ჯარს ან რომელიმე ქალაქს. მთელი მსოფლიო გამონაკლისის გარეშე გაიგებს, რომ ჩვენ საქმე გვაქვს გიჟ მანიაკთან, რომელიც არაფრის წინაშე არ შეჩერდება“, – აცხადებს არესტოვიჩი.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში შესაძლო ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტს ექსპერტების სწავლობენ.

მსგავსი თემები