ქართული ლოკოკინა ევროკავშირის ბაზარზე

ევროკავშირის ბაზარზე ქართული ლოკოკინის ექსპორტი დაიწყო. იტალიაში სამ ტონამდე ქართული ლოკოკინის პირველი პარტია გავიდა.

ევროკომისიის (ევროკომისიის 2021 წლის 22 დეკემბრის EU2022/34 რეგულაცია) გადაწყვეტილებით, ევროკავშირის ბაზარზე საქართველოდან ლოკოკინების ექსპორტი 2021 წლის დეკემბრიდან არის დაშვებული. დღეის მდგომარეობით, საქართველოდან ევროკავშირის ბაზარზე ნებადართულია ქართული თაფლის (2016 წლიდან), შავი ზღვის ქაფშიის (2017 წლიდან), შინაური ბინადარი ცხოველების (ძაღლი, კატა) საკვების (2020 წლიდან) და გარკვეული კატეგორიის არასასურსათო დანიშნულების ცხოველური წარმოშობის პროდუქტის (ტყავი, მატყლი) ექსპორტი.

მსგავსი თემები