საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში გაემგზავრა

საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები, პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, უკრაინაში გაემგზავრნენ.

დელეგაციაში 8 დეპუტატი იმყოფება. 3 წევრი – საპარლამენტო უმრავლესობიდან, 5 – ოპოზიციიდან. შემადგენლობა კი ასეთია:  პარლამენტის ვიცე-სპიკერები დავით სერგეენკო, არჩილ თალაკვაძე და ლევან იოსელიანი. ასევე, „ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი, „გირჩის“ წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი, „რესპუბლიკელი“ ხათუნა სამნიძე და პარტია „საქართველოსთვის“ წევრი გიორგი ხოჯევანიშვილი.

როგორც უმრავლესობაში განმარტავენ ისინი უკრაინაში სამძიმრის სათქმელად ჩადიან და ვითარებას ადგილზე გაეცნობიან.

 

მსგავსი თემები