საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში სამძიმარზე დღეს ჩადის

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში დღეს ჩავა. აღნიშნული ინფორმაცია პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ მედიას დაუდასტურა.

„საპარლამენტო დელეგაციას უხელმძღვანელებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. მასში ასევე იქნებიან ოპოზიციის წარმომადგენლები. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პარლამენტის დელეგაცია მიემგზავრება უკრაინაში, ჩვენს მეგობრებს და უკრაინელ ხალხს ჩვენს მხარდაჭერას დავუფიქსირებთ.  ვინმეს ნაკლებად აინტერესებს, „ნაციონალური მოძრაობიდან“ ერთი ადამიანით მეტია თუ ნაკლები ამ დელეგაციაში.  ქვეყანა საომარ ვითარებაშია, ეს არ იქნება ჩვეულებრივი საპარლამენტო ვიზიტი, რომ მთელი დღე შეხვედრებს დაეთმოს, მაგრამ ყველა მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგება და ჩვენს პოლიტიკურ მხარდაჭერას დავაფიქსირებთ“,- განაცხდა არჩილ  თალაკვაძემ მედიასთან.

 

მსგავსი თემები