ექსპერტიზამ დაადგინა, რომ 3700 ადამიანი თავში დამიზნებითაა მოკლული

უკრაინაში აღმოჩენილ ათასობით ცხედარს ექსპერტიზა უტარდება. ამ ეტაპზე, 3700 შემთხვევაში, სადაც ექსპერტებმა იმუშავეს, დადგინდა, რომ ისინი თავის არეში, დამიზნებით არიან მოკლულები.

როგორც უკრაინის პროკურატურაში აცხადებენ, ყველა დასახლებასა და ყველა სახლში შესვლა შეუძლებელია. ამიტომ, ეს მხოლოდ ის მონაცემებია, რაც ამ დრომდე შეისწავლეს. ექსპერტიზაში კი ფრანგი ექსპერტები არიან ჩართულები. მოკლულთა დიდი ნაწილი სამოქალაქო პირები, კერძოდ კი, ქალები და ბავშვები არიან.

 

მსგავსი თემები