დოკუმენტი გასაჯაროვდება – გადაწყვეტილება მიღებულია

369 კითხვისგან შემდგარი დოკუმენტი, რომელიც საწყისი ნაბიჯია ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, საჯარო გახდება. საუბარია კითხვარზე, რომელიც ქართულ მხარეს რამდენიმე დღის უკან მიიღო და რომელიც საწყისი ეტაპია ე.წ. ევროპულ ოჯახში გაწევრიანების გზაზე.

საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სხდომა დღეს გაიმართა. როგორც საგარეო მინისტრმა მედიასთან განაცხადა, დოკუმენტი საჯარო იქნება.

„საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს აღნიშნული კითხვარის მომზადებაში, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს აღნიშნული დოკუმენტის მომზადება და ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის რაც შეიძლება მალე დაბარება. ჩვენთვის ცნობილია რომ არის ძალიან მაღალი საჯარო ინტერესი აღნიშნული დოკუმენტის გასაჯაროებასთან დაკავშირებით. დღეს გაიმართა სამთავრობო კომისიის სხდომა და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დოკუმენტი გასაჯაროვდება“ – განაცხადა მინისტრმა დარჩიაშვილმა.

მსგავსი თემები