„ბევრმა მომილოცა, მაგრამ არ ვიღებ ამ მოლოცვას, ჩვენ ამ ახალგაზრდებს გადავარჩენთ“ – მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა

მოკლული 22 წლის ნიკა კვარაცხელიას დედა სასამართლო პროცესს დაესწრო, სადაც მისი შილის მკვლელობისთვის ბრალდებულებს სასამართლომ 16 და 17 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. როგორც შვილმკვდარმა დედამ აღნიშნა, ეს სამართლიანი გადაწყვეტილებაა, რადგანაც მათ (ბრალდებულებს) გადარჩენა და გამოსწორება სჭირდებათ.

,,ნიკოს შემთხვევა ყველას გაჭირვება იყო.  ბევრმა მომილოცა, მაგრამ მე არ ვიღებ ამ მილოცვას, ეს იყო ჩვეულებრივი ფაქტი და ასე უნდა მომხდარიყო. ეს იყო გამოსწორების დასაწყისი, ჩვენ ამ ახალგაზრდებს გადავარჩენთ და გამოვასწორებთ. სადაც წავიდნენ აუცილებლად დაფიქრდებიან და გამოსწორდებიან. საქმეზე გამოყოფილ მეორე ნაწილიც ძალიან დროულად უნდა მივიყვანოთ ბოლომდე, რომ ქვეყანაში დადგეს სამართალი და იცოდნენ, რომ ასეთი უბედურების შემთხვევაში აუცილებლად უმკაცრესად დაისჯებიან.  საქმის მეორე ნაწილიც დავასრულოთ და მგონი თავად დამკვეთები გვეტყვიან თუ რა იყო ამ ყველაფრის მიზეზი“, – განაცხადა მედიასთან იზა ომაძემ.

შეგახსენებთ, რომ ოჯახი მკვლელობის დამკვეთების დასჯას ითხოვს.  სწორედ ეს არის მეორე ეტაპი, რასაც ისინი ელოდებიან.

სასამართლომ ნიკა კვარაცხელიას მკვლელობისთვის ბრალდებულებს 17 და 16 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

მსგავსი თემები