„ფართო მოხმარების პურზე ფასი არ გაზრდილა“ – მინისტრი

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, ფართო მოხმარების პურზე ფასი არ გაზრდილა.

„ფართო მოხმარების პურზე ფასი გაზრდილი არ არის, თუმცა ძალიან რთული იქნება პროგნოზის გაკეთება, რა იქნება ხვალ და ზეგ. იცით, რომ არსებული ვითარებიდან გამომდინარე რეალობა იცვლება, თუმცა რა თქმა უნდა, იმ რეალობის გათვალისწინებით, რაც იქნება მთავრობა იმსჯელებს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. დღეისთვის ჩვენი პირველი ამოცანაა, რომ მარაგები იყოს და არ შეიქმნას პრობლემა, ამის მონიტორინგს მუდმივად ვაწარმოებთ. რა თქმა უნდა, ასევე ვაკვირდებით ფასებს და თუ დავინახავთ ამ საკითხზე მნიშვნელოვან ცვლილებებს, შემდგომ მოხდება მსჯელობა, თუ რა ღონისძიებები შეიძლება გატარდეს ამ კუთხით“,- განაცხადა მინისტრმა ოთარ შამუგიამ პარლამენტში.

მსგავსი თემები