მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში ხორბლისა და ფქვილის მარაგი არსებობს

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, ქვეყანაში სასურსათო დეფიციტი არ არის  და მარაგი არსებობს.

„დღეს, რეალურად ბაზარზე რაც არსებობს, ანუ ხორბლის და ფქვილის შესაბამისი მარაგი გვაქვს და ამ მიმართულებით შეფერხება არ გვაქვს. რა თქმა უნდა, სამომავლოდ მნიშვნელოვანია ვიზრუნოთ ადგილობრივი წარმოების, თვითუზრუნველყოფის ზრდაზე. ეს იქნება ყველაზე კარგი გამოსავალი და ღონისძიება, რასაც გავატარებთ, რათა ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული იმპორტზე“, – განაცხადა პარლამენტში ოთარ შამუგიამ, რომლსაც „მინისტრის საათის“ ფორმატში მოუსმინეს.

მსგავსი თემები