„არაადამიანურმა სურათებმა, როგორიცაა ბუჩა და ირპინი, შეცვალა ატმოსფერო“ – მევლუთ ჩავუშოღლუ

თურქეთის საგარეო მინისტრი, რომელიც აქტიურად არის ჩართული უკრაინა-რუსეთის ომის შეჩერებასა და მოლაპარაკების პროცესის გაგრძელებაში, აცხადებს, რომ ბუჩაში მომხდარმა მოვლენებმა დიალოგის პროცესზე უარყოფითად იმოქმედა.

„რაც მეტად გრძელდება პრობლემა, უფრო რთული ხდება გამოსავალი. მიუხედავად ყველა სირთულისა, არსებობს ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობა. არაადამიანურმა სურათებმა, როგორიცაა ბუჩა და ირპინი, შეცვალა ვითარება. მომხდარმა უკრაინულ მხარეს უარყოფითი ატმოსფერო შეუქმნა. საბოლოოდ, ყველაფერმა უარყოფითად იმოქმედა მოლაპარაკების პროცესზე“,  – აცხადებს თურქეთის საგარეო მინისტრი.

შეგახსენებთ, რომ რუსული და უკრაინული მხარეები ერთმანეთს სწორედ თურქეთში შეხვდნენ. თურქეთში იგეგმებოდა პრეზიდენტების შეხვედრაც, რომელიც ამ დროისთვის გაყინულია.

როგორც ჩავუშოღლუ აცხადებს, თურქეთი მაინც ცდილობს, ეს შეხვედრა შედგეს.

მსგავსი თემები