„ძალიან კარგია, რომ  „ომის პარტია“ დარჩა ბორტს მიღმა“ – ირაკლი კობახიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ უარს, გაემგზავროს უკრაინაში პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა. მისი შეფასებით, „ომის პარტიის“  მიზანია საქართველოს სამხედრო კონფლიქტში ჩართვაა.

„მე მგონია, რომ იდეალურად დალაგდა დელეგაცია, იდეალურია ის, როდესაც ეს ვიზიტი მრავალპარტიულია და შესაბამისად, მრავალპარტიული ფორმით იქნება გამოხატული სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ და ამავე დროს, ძალიან კარგია ის, რომ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი არ იქნება ამ ვიზიტში. ეს არის ძალიან ლოგიკური, ნიშანდობლივი და სიმბოლურიც. „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც არის „ომის პარტია“ არ უნდა იყოს, რა თქმა უნდა, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად წარმოდგენილი, ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური. „ნაცმოძრაობა“ დარჩა მარტო. ყველა პოლიტიკური ჯგუფი მიდის უკრაინაში, „ქართულ ოცნებასთან“, შალვა პაპუაშვილთან ერთად. კიდევ ერთხელ მოხდა ყველაფრის ლუსტრაცია – „ომის პარტია“, რა თქმა უნდა, უნდა იყოს ბორტს მიღმა და ისინი დარჩნენ ბორტს მიღმა“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ „ჟურნალისტებთან“.

„ნაციონალები“ „ოცნებასთან“ ერთად უკრაინაში წასვლას არ აპირებენ

მსგავსი თემები