„ნაციონალები“ „ოცნებასთან“ ერთად უკრაინაში წასვლას არ აპირებენ

ვინ და როგორ წავა უკრაინაში – ეს საკითხი „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ისევ დავის და დაპირისპირების თემად რჩება. ყველა პოლიტიკური სუბიექტი თანახმაა, უკრაინაში თითო წევრის შემადგენლობით გაემგზავროს, „ნაციონალური მოძრაობა“ კი შალვა პაპუაშვილის თავმჯდომარეობით დაგეგმილ ვიზიტზე უარს აცხადებს.

ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ,,ენმ” არ აპირებს იმ დელეგაციაში ყოფნას, რომელსაც შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, თუნდაც მასში ოპოზიციური პარტიები იყვნენ.

„შიდა გარჩევები უკრაინაში წასვლასთან დაკავშირებით ნამდვილად უხერხულია. ამ დელეგაციის შემადგენლობაში ჩვენი ფრაქციის წევრები არ იქნებიან.  რაც შეეხება ვიზიტს, მე ჩავალ კიევში, ბევრჯერ ჩავალ, აქამდეც ვიყავი“ – აცხადებს დეკანოიძე.

უკრაინაში დელეგაცია სამი სამზე არ გამოდის, ფორმატი ფართოვდება

მსგავსი თემები