უკრაინელი ოლიგარქის – მედვედჩუკის 55 სახლი, 26 მანქანა და სხვა ქონება დაყადაღებულია

ლვოვის  რაიონულმა სასამართლომ უკრაინელი პოლიტიკოსის, ოლიგარქისა და პუტინთან დაახლოებული პირის – ვიქტორ მედვედჩუკის ქონება დააყადაღა. ჩამონათვალში შედის უძრავი და მოძრავი ქონების 154 ობიექტი.

როგორც უკრაინული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, ჩამონათვალში იახტები და სხვა ძვირადღირებული ქონება შედის.

რაიონულმა სასამართლომ გამოძიების სახელმწიფო ბიუროს მოთხოვნით უკრაინის დეპუტატის ვიქტორ მედვედჩუკისა და მისი მეუღლის ოქსანა მარჩენკოს 154 მოძრავი და უძრავი ქონება დააყადაღა. დაყადაღებულია 26 მანქანა, 30 მიწის ნაკვეთი, 55 სახლი, 17 ავტოსადგომი და იახტა. ასევე, 25 კომპანიის აქცია.

„პოლიტიკურ ნაგავს ვცვლით გმირებში“ – უკრაინა მედვედჩუკის სანაცვლოდ ტყვეებს ითხოვს

მსგავსი თემები