„ეს არ არის პოლიტიკური ღონისძიება, ეს არის სამძიმარზე წასვლა“ – ლევან იოსელიანი

ოპოზიციის ნაწილისთვის მისაღებია პარლამენტის თავმჯდომარის ახალი შეთავაზება, რომელიც უკრაინაში პოზიცია-ოპოზიციის ერთად გამგზავრებას ეხება. კერძოდ, დელეგაციის შემადგენლობაში უმრავლესობის 3 წარმომადგენელი იქნება და ოპოზიციიდან თითო-თითო.

როგორც პარლამენტის წევრი ოპოზიციიდან „მოქალაქე“ ლევან იოსელიანი აცხადებს, დელეგაცია უკრაინაში სამძიმარზე მიდის და არა პოლიტიკურ ღონისძიებაზე.

„კარგია, რომ „ქართულმა ოცნება“ ეს კომპრომისი გამოიჩინა ოპოზიციის მიმართ და თქვა, ყველანი ერთად წავიდეთო. ახლა უკვე პასუხისმგებლობა ტავად პოლიტიკურ პარტიებზეა – ვინ წავა და ვინ არ წავა, ჩვენ რა თქმა უნდა მივდივართ და ყველა. მოდის ერთადერთი საკითხია „ნაციონალური მოძრაობ რას იზამს, ამ შემთხვევაში, მათი არწამოსვლა იქნება უპასუხისმგებლობა საკუთარი ხალხისა და უკრაინის მიმართ, რადგან ეს არ არის პოლიტიკუტი ღონისძიება, ეს არის სამძიმარზე წასვლა“ – აცხადებს იოსელიანი.

უკრაინაში დელეგაცია სამი სამზე არ გამოდის, ფორმატი ფართოვდება

მსგავსი თემები