რუსეთი კიევს დაბომბვით ემუქრება

კრემლი კიევს აფრთხილებს, რომ თუ უკრაინა რუსეთს დივერსიებს მოუწყობს, კიევის თავზე რუსული ბომბი დაეცემა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო რაკეტების სამთავრობო კვარტალში ჩამოგდებას აანონსებს.

გაფრთხილება კი შემდეგია: „თუ უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან დივერსიები და თავდასხმის მცდელობები გაგრძელდება,  რუსეთი თავდასხმას პირდაპირ კიევზე მიიტანს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამჩნევს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ დივერსიისა და თავდასხმის  მცდელობებს. თუ ეს  გაგრძელდება, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები დაარტყამენ გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებს, მათ შორის კიევშიც“ – აცხადებენ თავდაცვის უწყებაში.

რუსი გენერალი იგორ კონაშენკოვი ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც ღიად იმუქრება, რომ   კიევს დაარტყამენ.

 

მსგავსი თემები