ვირუსით 237 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 22 932 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 237 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 648 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  1.03%.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 652 472.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 13 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.03%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.63% ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.36%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 648 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 632 842.

მსგავსი თემები