„ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობა ნაკლებია“ – ანტონიო გუტიერეში

გაეროს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე, რუსეთის მხრიდან უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა შეუძლებელია. მისივე  თქმით,  რუსეთისგან გარკვეულ საკითხებზე პასუხს ელოდებიან.

„უკრაინაში გლობალური ცეცხლის შეწყვეტა შეუძლებელია. არ მგონია, ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტის შანსი გვქონდეს.  არის რამდენიმე შეთავაზება, რომელზე პასუხსაც ველოდებით რუსეთის ფედერაციისგან. წინადადებებია სხვადასხვა მიმართულებით, იგივე, ადგილობრივი ცეცხლის შეწყვეტისთვის, დერეფნებისთვის, ჰუმანიტარული დახმარებისთვის, ევაკუაციისთვის და სხვა ასპექტებისთვის, რამაც შეიძლება შეამციროს მშვიდობიან მოსახლეობაზე დრამატული ეფექტი, რომელსაც ვხედავთ.  უზრუნველყოფილი უნდა იყოს მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია. უნდა გავაჩუმოთ იარაღი და დავაჩქაროთ მოლაპარაკებები მშვიდობისთვის,”- აღნიშნავს ანტონიო გუტიერეში.

მსგავსი თემები