კრემლი მედვედჩუკზე უარს ამბობს და არ მოჰყავს

უკრაინის პრეზიდენტის შეთავაზებას, წაიყვანონ მოღალატე მედვედჩუკი და მოხდეს მისი უკრაინელ ტყვეებში გაცვლა, კრემლი უარით პასუხობს. როგორც „ბიბისის“ ინფორმაციაში ვკითხულობთ კრემლი ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული ყოფილი უკრაინელი დეპუტატის, ვიქტორ მედვედჩუკის უკრაინელ ტყვეებში გაცვლას არ თანხმდება.

როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი აცხადებს, „მედვედჩუკი რუსეთის მოქალაქე არ არის, მას არავითარი შეხება რა აქვს სპეციალურ სამხედრო ოპერაციასთან. ის უცხო ქვეყნის პოლიტიკური მოღვაწეა“.

შეგახსენებთ, რომ  უკრაინაში ვიქტორ მედვედჩუკი გუშინ დააკავეს. უკრაინის გენერალური პროკურატურა მას სახელმწიფო ღალატსა და ტერორისტულ ორგანიზაციისთვის ხელშეწყობაში სდებს ბრალს. მედვედჩუკი პუტინთან დაახლოებული პირია და როგორც ინფორმაცია ვრცელდება მისი შვილის ნათლია თავად პრეზიდენტი პუტინია.

„გაცვალეთ ეს თქვენი ბიჭი ჩვენს ბიჭებსა და გოგოებზე“ – პრეზიდენტი რუსეთს მედვედჩუკის უკრაინელ ტყვეებში გაცვლას სთავაზობს  

მსგავსი თემები