მაკრონის პოზიციით კიევი იმედგაცრუებულია

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის შეფასება, რომ რუსეთთან დაკავშირებით სიტყვა „გენოციდი“ არაშესაფერისია, ოფიციალური კიევისთვის გულდასაწყვეტი აღმოჩნდა.  როგორც უკრაინის საგარეო უწყების პრესმდივანი აცხადებს, მოძმე ერები, როგორც ამას მაკრონი აფასებს,  ბავშვებს არ ხოცავენ.

„რუსეთის ხელმძღვანელობის გულწრფელი განცხადებებისა და რუსი სამხედროების დანაშაულებრივი ქმედებების შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის სურვილის უქონლობა უკრაინელების გენოციდის აღიარების შესახებ, გულდასაწყვეტია. „მოძმე“ ერები არ კლავენ ბავშვებს, არ ესვრიან მშვიდობიან მოსახლეობას, არ აუპატიურებენ ქალებს, არ ასახიჩრებენ მოხუცებს და არ ანგრევენ სხვა „მოძმე“ ერების სახლებს. ყველაზე სასტიკი მტრებიც კი არ მიმართავენ სიმხეცეს დაუცველი ადამიანების წინააღმდეგ“, – განაცხადა პრეს-მდივანმა ოლეგ ნიკოლენკომ.

ემანუელ მაკრონს, რუსეთთან დაკავშირებით „გენოციდის“ ხსენება შეუფერებლად მიაჩნია

მსგავსი თემები