ემანუელ მაკრონს, რუსეთთან დაკავშირებით „გენოციდის“ ხსენება შეუფერებლად მიაჩნია

ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შეფასებას, სიტყვა გენოციდს რუსეთთან მიმართებაში არაშესაფერისად მიიჩნევს საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი.

როგორც პრეზიდენტმა France 2-თან მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, მსგავსი ტერმინების გამოყენებისას მეტ სიფრთხილეს გამოიჩენდა, რადგანაც, რადგან ეს ორი ხალხი (რუსები და უკრაინელები), ძმები არიან.

„ჩვენ, ომის დანაშაულებებში ვცხოვრობთ, რომელიც უპრეცედენტოა ჩვენს მიწაზე, ჩვენს ევროპულ მიწაზე. რუსეთმა უკიდურესად სასტიკი ომი, ცალმხრივად დაიწყო. ახლა უკვე დადგინდა, რომ რუსეთის არმიამ, ომის დანაშაულები ჩაიდინა. ჩვენ უნდა ვიპოვოთ ისინი, ვინც ამაზე პასუხისმგებელია“, – აღნიშნა მაკრონმა ინტერვიუში.

„გენოციდი“ – ჯო ბაიდენის შეფასება უკრაინაზე

მსგავსი თემები